ნათია შიოლაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, რესტორანში – „თეთრი სახლი“ გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება – ნათია შიოლაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად!
ნათიას ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია, რომლის ღირებულება 65 000 ამერიკული დოლარია. დარბაზში განთავსებული იყო შესაწირი ყუთი, თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა, ნებისმიერი თანხით დახმარებოდა ნათიას.
15110939_1302856476412969_5529336078739727250_oმონაწილეობდნენ: ეკა კვალიაშვილი, გიორგი შალვაშვილი, გოჩა ჭაბუკაიძე, მარიკა თხელიძე, პაატა ხაჩიძე, ლელა ვეშაგური, თამარ ალადაშვილი, ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძე, მეგი ტატიშვილი, თინათინ ქევხიშვილი, შმაგი მეძმარიაშვილი, რუსა ჟიჟიაშვილი, ქეთი ჯაშიაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, მალხაზ მელქუაშვილი, ირმა არავიაშვილი, ფატი ბროლაშვილი, რეზი ხოზბერუაშვილი, ვაჟა მალაციძე, “ქველა”, ბექა ბადრიძე, ლელა ნინუა, ნია კვანჭილაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა ქეთი ჭარელიშვილმა განუცხადა, ღონისძიებამ გრანდიოზულად ჩაიარა, 500-კაციანი დარბაზი სავსე იყო. თუმცა დიდი თანხა მაინც ვერ შეგროვდა. არსებობენ სპონსორები, რომლებმაც გამოჩენა არ ისურვეს და ნათია შიოლაშვილის ანგარიშზე რიცხავენ თანხებს, ასევე ემიგრაციიდან ძალიან ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ღონისძიებას ჰყავდა განსაკუთრებული სტუმარი ბათუმიდან: შოთიკო სიხარულიძე.
ორგანიზატორმა „ოსკარები“ გადასცა რესტორნის მენეჯერს, ქალბატონ: ნინო თანიაშვილს ქველმოქმედებისთვის და „ემიგრანტების იმედს” – შოთიკო სიხარულიძეს.
გიორგი შალვაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის სახელით – „ჩვენ, ბავშვი და მომავალი”, სულ მალე ჩატარდება გრანდიოზული სპექტაკლი, შესული თანხა კი  ნათია შიოლაშვილს გადაერიცხება.15025543_1302856586412958_4936042073328545396_o
P.S. „ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და მხარდამჭერს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი: რესტორანს “თეთრი სახლი” და მის მენეჯერს, ქალბატონ ნინო თანიაშვილს, გიორგი შალვაშვილის ორგანიზაციას – „ჩვენ, ბავშვი და მომავალი”, ღონისძიების წამყვანს: ლიკა სილაგავას, საკონდიტროს „ტარტი”, სილამაზის სალონს – “სტილი”, სარეკლამო კომპანიას -“OPTIMAL SERVICE”-ს, “ART HOUSE GEORGIA”-ს დამფუძნებელს: უშანგი გულიაშვილს“, – აღნიშნა ქეთი ჭარელიშვილმა.
ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები