ოკუპირებულ აფხაზეთში ჭაჭა „აჭარას“ გამოშვება დაიწყეს (ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში ჭაჭის, სახელწოდებით „აჭარას“ წარმოება დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ჭაჭას და სხვა სასმელებს კომპანია „აფხაზეთის სასმელები“ უშვებს. ჭაჭის გარდა კომპანიაში ღვინის, შამპანურის, ლუდის და ლიმონათის წარმოება მიმდინარეობს. 2016 წელს, კომპანია, რუსეთში 200 ათასი ბოთლი „აჭარის“ გაყიდვას აპირებს.