ე.წ. სამხრეთ ოსეთს დღეს მთელი დღით ელექტროენერგია გაეთიშება

ე.წ. სამხრეთ ოსეთს დღეს მთელი დღით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს კომპანია “ენერგორესურსის“ გენერალურმა დირექტორმა ალან გაბარაევმა აცნობა, დენის გათიშვა „ჩრდილოეთ პორტალის“ ქვესადგურზე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. მისი განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ზამთრის სეზონის მოახლოების გამო არის აუცილებელი.
ელექტროენერგიის გამორთვის გამო ცხინვალში სკოლები და საბავშვო ბაღები შეფერხებით მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები