„იაპონური კულტურის სპეციფიკური ფენომენი: ანიმე და მანგა“ – საღამო გაიმართება
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, „გენერატორში“, „იაპონური კულტურის სპეციფიკური ფენომენი: ანიმე და მანგა“ – საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, ნინო ჭანტურია, ისაუბრებს ანიმესა და მანგას განვითარების ეტაპებზე, ჟანრებზე, სტუდიებსა და გამომცემლობებზე.
ანიმე და მანგა თანამედროვე იაპონური კულტურისა და ყოველდღიური ყოფის სპეციფიკური ინტეგრალური ნაწილიდან მსოფლიო ფენომენად იქცა და არაერთი სუბკულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი თემატიკა, ხატვის განსხვავებული სტილი და ჟანრთა ფართო არჩევანი ანიმე და მანგა ინდუსტრიის განსაკუთრებულ პოპულარობას უწყობს ხელს, არა მარტო იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.