ახალი წიგნის -„მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ წარდგინება გაიმართება

 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექსიკონი თსუ გამომცემლობამ დასტამბა, წიგნი კი გამოსაცემად მომზადდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სპეციალურად მედიის სფეროში მოღვაწეთათვის იმ შეცდომების (თუ უზუსტობათა) გათვალისწინებით, რომლებიც ყველაზე ტიპობრივი ჩანს მათი ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას.
წიგნს წარადგენს რედაქტორი თამარ ვაშაკიძე.
17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ფასდაკლებით – საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თსუ სტენდთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები