თბილისში გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება

19 ნოემბერს, 16 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა ადამ ბექაურმა განუცხადა, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმას ჩოხელი და სხვა… საღამოზე წაკითხული იქნება გოდერძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები. ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები და ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები.
ასევე შეგროვდება მხატვრული ლიტრატურის წიგნები სასაკოლო ბიბლიოთეკისათვის. რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები, რომლებიც გამოადგებათ გუდამაყრის სკოლის ბავშვებს. ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიტანოთ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის (სამების ტაძარში) ოთახში, სადაც ფილმის ჩვენებები იმართება ხოლმე. საღამოს მსვლელობისას დაიდგმება შესაწირავი ყუთი, შეგროვილი თანხით გუდამაყრის სკოლის ბავშვებისათვის შეძენილი იქნება საკანცელარიო ნივთები.
„გელოდებით ყველას, ვისაც გიყვართ და გული შეგტკივათ მთაზე და გუდამაყრის ხეობაზე. ცალ-ცალკე ნაკლებად, მაგრამ ერთად ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“, -აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები