ალექსანდრე ჯეჯელავა: რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები

„ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში საფუძველშივე არის რაღაცები შესაცვლელი“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი განათლების სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, იგი პოსტზე რჩება.
”პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს, 100%-იანი დარწმუნება ვერ გვექნება, თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები. ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამ საფუძველშიც შესაცვლელია. მოგეხსენებათ, ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცები შესაცვლელი. ამას ფართო საზოგადოების ჩართულობაც დასჭირდება. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, თავისი მომავალი თაობის განათლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები