რატომ ეწოდა ოლღას სახელობის სამეანო-გინეკოლოგიურ ინსტიტუტს “ჩაჩავას კლინიკა”

ჩაჩავას კლინიკა, ყოფილი პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში. აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას საპატივსაცემოდ ხალხმა მას “ჩაჩავას კლინიკა” შეარქვა. იგი კლინიკას 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისში მცირე ზომის სამშობიარო სახლი 1873 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მის ბაზაზე
ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა დაიწყეს, რისთვისაც საჭირო ფინანსები რუსეთის მეფის ოჯახის წარმომადგენელმა ოლღა თეოდორეს ასულმა გამოყო. ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობის ინიციატორი, ოლღას მკურნალი გინეკოლოგი, კავკასიისა და ამიერკავკასიის სამოქალაქო უწყების სამედიცინო სამმართველოს მმართველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ადოლფ ალექსანდრეს ძე რემენტი იყო. შენობის არქიტექტორი კი ცნობილი პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრ როგოისკია.15086245_1222719307771946_1434184767_n
1875 წელს თბილისის მცირე სამშობიარო სახლი ამიერკავკასიის სამეანო ინსტიტუტად გადააკეთეს და მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად ამიერკავკასიაში მცხოვრები ქალების კვალიფიციურ ბებია-ქალებად მომზადება იქცა. ამისთვის საგანგებოდ შეიქმნა წესდება სახელწოდებით “ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტისა და მასთან არსებული სამშობიარო ჰოსპიტალისათვის“.
1901 წლამდე შენობა ამიერკავკასიის საბებიო ინსტიტუტად მოიხსენიებოდა. ხოლო შემდეგ ის ოლღას სახელობის ამიერკავკასიის სამეანო-გინეკოლოგიური ინსტიტუტი გახდა. ოლას სახელი ეწოდა თავად ქუჩასაც, სადაც ინსტიტუტი მდებარეობდა.15086783_1222719301105280_1202580310_n
ინსტიტუტი ემსახურებოდა არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის მოსახლეობასაც. ინსტიტუტის სამეანო, გინეკოლოგიური და ახალშობილთა განყოფილება 150 საწოლზე იყო გათვლილი. 1935 წლიდან მას დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდა. 1981 წელს კი აკადემიკოს კ.ვ. ჩაჩავას სახელი მიენიჭა და ეწოდა “აკადემიკოს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა- გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”. გრძელი დასახელების გამო ხალხმა ინსტიტუტს სიყვარულით “ჩაჩავას კლინიკა” შეარქვა, რის გამოც 2010 წელს ინსტიტუტის ოფიციალური დასახელება შეიცვალა და “ჩაჩავას კლინიკა” ეწოდა.
1960 წელს ინსტიტუტს გამოეყო პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, რის შემდეგაც იგი ღებულობს მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის სახელწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები