ირაკლი კობახიძე პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებს ხვდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებთან შეხვედრას მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი პარლამენტის მომავალი საქმიანობის დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხებია.
ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შესაძლოა, 18 ნოემბერს გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები