ქუთაისის აეროპორტში სამართალდამცავები ოპერაციას ატარებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავები ოპერაციას ატარებენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ტარდება. სხვა ინფორმაციას ამ დროისთვის უწყებაში არ აკონკრეტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები