ლუბომირ ზაორალეკი: ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებამ შესაძლოა, ჩვენდამი ნდობას პრობლემა შეუქმნას

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, უკრაინის და საქართველოს მიმართ, თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი მნიშვნელოვანია.
„მე გადაწყვეტილი მაქვს, მხარი დავუჭირო საქართველოს და უკრაინას, რომლებმაც შეასრულეს ყველა მოთხოვნა და აბსოლუტურად იმსახურებენ ნდობას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებამ ეს საკითხი გაართულა. ამან, ჩვენდამი ნდობას, შესაძლოა პრობლემა შეუქმნას. საქართველოსთვის ამ პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუბომირ ზაორალეკმა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ დაასახელა კონკრეტული დრო, თუ როდის დასრულდება ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები