ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილებში სათვალთვალო ვიდეოკამერები დამონტაჟდება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ნაწილებში სათვალთვალო ვიდეოკამერები დამონტაჟდება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, კამერები დამონტაჟდება ასევე სომხეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზებზე.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბაზების ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობის გაკონტროლება მოსკოვში, სპეციალური ცენტრიდან მოხდება. იქ ვიდეოსიგნალი რეალური დროის რეჟიმში შევა.