აიდას რიტის ვასილაუსკასის გამოფენა „შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება

18 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში აიდას რიტის ვასილაუსკასის პერსონალური გამოფენა: „შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აიდას რიტის ვასილაუსკასი თანამედროვე ლიტველი მხატვარია. მისი შემოქმედება მოიცავს ფერწერას, კერამიკას, სკულპტურასა და დიზაინს. აწყობს პერსონალურ გამოფენებს და მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში როგორც ლიტვაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენის „შემოქმედების იმპულსები და რიტმები“ მთავარი თემაა ბუნება, როგორც სიცოცხლის საწყისი. მხატვარი ცდილობს, ჩასწვდეს ბუნების სასიცოცხლო ფორმებს და ემოციურად გადმოგვცეს საკუთარი ხედვა.
აიდას რიტის ვასილაუსკასის სურათები „აწყობილია“ მოზაიკის პრინციპით – ხის პატარა ფირფიტები სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. ავტორს სურს ამგვარად შექმნას მუსიკისა და მოძრაობის ილუზია.
გამოფენა „შემოქმედების იმპულსები და რიტმები“ 2016 წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები