პარიზის ტერაქტებიდან ერთი წლისთავზე საკონცერტო დარბაზი ”ბატაკლანი” სტინგმა გახსნა

„ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარიზის საკონცერტო დარბაზმა მუშაობა განაახლა.
საკონცერტო დარბაზი ”ბატაკლანი” პარიზის ტერაქტებიდან ერთი წლისთავზე ბრიტანელმა მუსიკოსმა სტინგმა გახსნა.
კონცერტი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაზარალებულებსა და მსხვერპლთა ახლობლებს ეხმარებიან.
“ბატაკლანი“ გასული წლის 13 ნოემბერს ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე გახდა, “ბატაკლანში” ამერიკული როკ-ჯგუფის Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს ტერორისტებმა მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 89 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები