“თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016” გრძელდება

“თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამჯერად რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც 14 ნოემბერს, 19:30 საათზე, მორიგი კონცერტი გაიმართება.
შესრულდება ბაროკოს პერიოდის როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
კონცერტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქართველი შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბაროკოს ეპოქის ვოკალურ მუსიკას შეასრულებენ ავთენტურად, რაც არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ მუსიკის პოპულარიზაციით საქართველოშიც დამკვიდრდეს ეს საშემსრულებლო სტილი.

კონცერტში მონაწილეობენ: ანა პოდოროლსკაია (სოპრანო), ფესტივალის სტუმარი. მიხეილ აბრამიშვილის (კონტრ-ტენორი) და დავით გოგოლაშვილი (ტენორი), რომლებიც კონცერტის პირველ განყოფილებაში, „საქართველოს სინფონიეტას“ თანხლებით შეასრულებენ არიებს ჰენდელის ოპერებიდან.

კონცერტის მეორე განყოფილება ინსტრუმენტულ მუსიკას დაეთმობა, სადაც სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალის სტუმარი თომას ბაეტე (ბელგია), ბაროკოს პერიოდის საკრავზე, ვიოლა და გამბაზე შეასრულებს ტელემანის ნაწარმოებებს. მას ასევე თანხლებას გაუწევს გიორგი კუზანაშვილი (თეორბო), რომელიც ამ უძველესი საკრავით პირველად წარსდგება დიდი აუდიტორიის წინაშე.

კონცერტის დაწყებამდე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – დავით გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექცია-შესავალს, სადაც მსმენელები მოისმენენ ისტორიებს იმ კომპოზიტორებსა და იმ ნაწარმოებებზე, რომლებსაც მოისმენენ კონცერტის მსვლელობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები