ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი სააკაშვილს ნარკობიზნესში ადანაშაულებს 

ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ ვარაშჩენკო ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ნარკობიზნესში და იარაღით ვაჭრობაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატმა ოდესის მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, „საბაჟო სააკაშვილს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის სჭირდებოდა“.
ვარაშჩენკომ სააკაშვილს პროფესიონალი თაღლითი, ავანტიურისტი და მოღალატეც უწოდა.
ოდესელი დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება უმაღლეს რადაში მოხვდეს და იქიდან ქვეყნის პირველ პირებზე ზეწოლა განახორციელოს.
„მას უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლა სურს, ამას კი მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით თუ შეძლებს, რისთვისაც ემზადება კიდევაც“, – განაცხადა  ვლადიმერ ვარაშჩენკომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა. მან უკრაინაში ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები