შსს-მ ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო და შესაბამისად, ექსპერტიზა დაინიშნა.
ჯანდაცვის სამინისტროს აცხადებენ, რომ უწყებაში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე შეტყობინების შესვლის შემდეგ, დეპარტამენტის თანამშრომლები მოკვლევას დაიწყებენ.
ცნობისათვის, ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა. 23 წლის ნათია ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები ოზურგეთის კლინიკის, „მედალფას“ სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ჟორჟოლიანის ოჯახი გარდაცვლილის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. გარდაცვლილის ნათესავი, დავით ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ნათია ჟორჟოლიანი ორსულობის პერიოდში კონსულტაციას ამავე კლინიკაში გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები