ზვიად კვაჭანტირაძე: 2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი პრემიების შემცირებაზე გაკეთდება

“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე.
“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზადება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხებსაც შევეხეთ, ერთმნიშვნელოვნად, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და იმ დაპირებებზე, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები