„ქართული ოცნების“ ოფისში სამუშაო შეხვედრა დასრულდა
„ქართული ოცნების“ ოფისში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც პარტიის წევრმა, დავით კოღუაშვილმა განაცხადა, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
კოღუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს.