თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროკურატურა ბრალდებულისთვის 5000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მას 2000 ლარი შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ ნათელა ჯინჭარაძე თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. გამოიძიების ინფორმაციით, ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები