შსს-მ მარკეტის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა (ვიდეო)

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ცივი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა და მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები