ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, 26 წლის მამაკაცი ბასრი საგნით დაჭრეს. მას ზურგის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტს გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. მარჯვენა მხარეს განვითარებული იყო ჰემოტერაქსი, ანუ ჰაერი და სისხლი იყო. დრენაჟი ჩაიდგა. ფილტვი გაიშალა, რის შედეგადაც პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ამჟამად, იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი შემდგომი მკურნალობა კლინიკაში გაგრძელდება“, – აღნიშნა ბაქარ კუჭავამ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები