“შეხედეთ ამერიკაში რა მოხდა, დაანებეთ თავი ამ ფსევდოლიბერალიზმს, რა კომბლესთან ბრძოლა?!”

შეხედეთ ამერიკაში რა მოხდა. დაანებეთ თავი ამ ფსევდოლიბერალიზმს, რა კომბლესთან ბრძოლა?! – ასე გამოეხმაურა “ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ქართული ზღაპრების შესახებ გაკეთებულ შეფასებას.
სანიკძის შეფასებით, განათლების მინისტრი ფსევდოლიბერალიზმის მსხვერპლია და მისი რიტორიკაც ამას უკავშირდება.

„განათლების მინისტრს მივახმარდი ერთ ძალიან სერიოზულ არგუმენტს იმის თაობაზე, კომბლე რატომ არ უნდა წავუკითხოთ ჩვენს ბავშვებს – კომბლე იქ კლავს მგელს და განათლების მინისტრი, ალბათ, ცხოველთა უფლებების დამცველი იქნება და ამის გამოც კომბლე უნდა ავკრძალოთ.

შეიძლება ასეთ სისულელემდე მივიდეთ?! ძალადობის სიმბოლო არის ნებისმიერი ციხე-სიმაგრე საქართველოში – დავანგრიოთ ნარიყალა, დავანგრიოთ გორის ციხე, რა პრობლემაა… ნებისმიერი ეკლესია დავანგრიოთ იმიტომ, რომ კაცობრიობის განვითარებას უშლის ხელს, ნებისმიერი მეჩეთი დავანგრიოთ… ეს ლიბერალები ცოტა ჭკუაზე არ უნდა მოხვიდეთ?! ნახეთ, რა ქნეს ამერიკელებმა?! ახალი პროცესი დაიწყო, გაიღვიძეთ და მოშუშდით ახლა, გლოვიდან გამოდით, შავები გაიხადეთ და ცოტა ჭკუაზე მოდით, თორემ თქვენს კოლეგებს ამერიკაში რა დაემართათ, ხომ ხედავთ, ახლა თქვენც დაგემართებათ. მიიღეთ ნეოკონსერვატიზმის რევანში, იმიტომ, რომ 30 წელია, უკირკიტებთ სამყაროს და ახვევთ თქვენს ფასეულობებს, რომელსაც არ იღებს კაცობრიობის დიდი ნაწილი და არ მიიღებს არასდროს. მიხვდით, რომ რაღაცეები შეიცვალა, ხალხო. კომბლესთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ქვეყანას მიხედეთ და უწიგნური ახალი თაობა რომ მოდის, იმას მიხედეთ. და ეს ახალი თაობის ბრალი არ არის, არამედ არის იმ პროგრამის ბრალი, რომელიც სააკაშვილიდან იწყება. ახალი ხელისუფლება კომბლესთან ბრძოლას იწყებს. ვერ დაამარცხებთ ამ კომბლეს, კაცო, ასე ადვილად დასამარცხებელი არ არის. ჯეჯელავაც, როგორც ჩანს, ფსევდოლიბერალიზმის მსხვერპლია და აგრძელებს ამას. ვერ მიხვდა, რა მოხდა სამი დღის წინ“, – განაცხადა სანიკიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები