დედის გაუპატიურების მცდელობაზე დაკავებულის მეზობლები განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის მცხოვრებლებს, დედის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულის ბრალეულობის არ სჯერათ და განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ.
როგორც „კვირას“ დედის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით დაკავებული ლ.კ-ძის თანასოფლელმა ზ. ფ-ძემ განუცხადა, მის თანასოფლელს აღნიშნული დედამ და დებმა დააბრალეს.
მეზობლის მტკიცებით, ორი დღის წინ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ.კ-მ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მთელი სამეზობლო ერთ აზრზე ვართ. მაგ ადამიანს ეგეთი რამ არ ჩაუდენია. ნასვამი იყო, ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა დედა-შვილს, ნასვამ მდგომარეობაშიც იყო და კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ამის გამო არავინ ამართლებს, მაგრამ ის, რაც დააბრალეს, აბსურდია. 99 პროცენტით დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი დედამ და დებმა დააბრალეს. ცოლს გაშორებულია და შერიგება უნდა. როგორც ვიცი, დედა შერიგების წინააღდეგია. ეს ინციდენტი ზუსტად არ ვიცი, რას უკავშირდება, თუმცა ამ ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კონფლიქტი ამის გამო მოუვიდათ. დედამ თავის ორ გოგოს დაურეკა და ერთად მოილაპარაკეს და კაცს ამისთანა რამ დააბრალეს. არავის არ სჯერა. ძალიან კარგი ადამიანია. დიაბეტი აქვს და ინსულინზე ზის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დედის ცემაში რა თქმა უნდა, არ ვამართლებთ, მაგრამ ამისთანა რამის დაბრალება ძალიან საშინელებაა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ლ.კ-ძის მეზობელმა.
შეგახსენებთ, რომ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით, 46 წლის ლ. კ-ძე წარსულში ქურდობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები