ცხინვალში ახალი სასაფლაო გაიხსნება
ცხინვალის მახლობლად ახალი სასაფლაო გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს ცხინვალის მერმა ალან ალბოროვმა განუცხადა, ამჟამინდელი სასაფლაო, რომელიც ცხინვალის მახლობლად სოფელ ზღუდერში მდებარეობს, ძალზე გადატვირთულია და გარდაცვლილი ადამიანებისთვის ადგილის მოძიება ძალზე პრობლემატურია.
ალბოროვის თქმით, ახალი სასაფლაოსთვის ტერიტორიის შერჩევა ცხინვალის რაიონის ხელისუფლებამ შეაფერხა. საბოლოოდ არჩევანი სოფელ ქუსრეთზე შეჩერდა, რასაც სანიტარული სამსახურიც და ბუნებრივი რესურსების ე.წ. კომიტეტი დათანხმდნენ.