შსს-მ 21 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო) 

სამართალდამცველებმა, 21 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,
უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
რუსთავში, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ძაბახიძის გვამი, მტკვრის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მე-19 მკ/რ ში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები