გერმანიის საგარეო უწყება ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 11 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც საუბარია 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. სამინისტროს განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად. “გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გერმანიის საგარეო უწყება ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 11 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც საუბარია 10 ნოემბერს, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. სამინისტროს განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად. “გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები