ნინო ბურჯანაძე: გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები, ალბათ, უფრო გაღრმავდება

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას და გუბაზ სანიკიძეს ქვეყნის დღევანდელი პრობლების, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე ერთნაირი ხედვა აქვთ.
როგორც ბურჯანაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, მისთვის სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა სასიამოვნოა.
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ვარაუდობს, რომ კონსულტაციები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„კონსულტაციები, ალბათ, უფრო გაღრმავდება. რა ფორმას მიიღებს ის, მომავალში შევხედოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა სასიამოვნოა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, გადაწყვეტილება თავად სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლოს. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ადამიანური, ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა ქვეყნის დღევანდელი პრობლების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე. რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა, ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები