ანი მიროტაძე: გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა პარტიის ბელადის სადავეები

ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოიაზრება და არც პაატა ბურჭულაძე, რადგან ბურჭულაძე არის თუ არა პოლიტიკოსი არ ვიცი.-ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ „კვირას“ განუცხადა.
მიროტაძემ ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ ისაუბრა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსგავს ფორმატში თანამშრომლობა გამორიცხა.
მიროტაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებასაც შეეხო და თვლის, რომ ბოკერიამ სააკაშვილს ლიდერის ადგილი წაართვა.
“ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს.
ამ გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი არ არის. ამ პარტიაში არსებული დაპირისპირება სახეზეა.
გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა პარტიის ბელადის სადავეები.
მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე ჩემი ქვეყნის წინაშე, მაგრამ ვპროგნოზირებ, რომ მას ბოკერია, როგორც ბელადი ვერ ჩაანაცვლებს,“-განაცხადა „კვირასთან“ ანი მიროტაძემ.
მიროტაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან იმართება კონსულტაციები, თუმცა იცის ვისთანაც არ ითანამშრომლებს.
“ პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობა გამორიცხულია, რადგან ის არის თუ არა პოლიტიკოსი, არ ვიცით, არც მისი გუნდის წევრებთან ვაპირებთ თანამშრომლობას, მათ სხვა პოლიტიკურ ძალასთან ეძებონ საერთო,“-განაცხადა მიროტაძემ.
ანი მიროტაძე პარტიიდან გუბაზ სანიკიძის წასვლას პარტიის ვალდებულებებიდან გათავისუფლებას უწოდებს.
“გუბაზ სანიკიძე წავიდა პარტიიდან და გათავისუფლდა პარტიული ვალდებულებებისგან, თუმცა ის პოლიტიკიდან არ მიდის და გაუწევს ორგანიზებას ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას,“-აღნიშნა მიროტაძემ.
მანვე არ გამორიცხა სამომავლოდ „ეროვნული ფორუმის“ დაშლა, თუ ეს საჭირო გახდება ახალ პოლიტიკურ ძალაში გასაერთიანებლად. თუმცა, ამ ეტაპზე, მისივე განმარტებით მსგავს საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები