ნუკრი ქანთარია: მანანა კობახიძეზე ცილისწამებების უზარმაზარმა ნიაღვარმა გადაიარა

მანანა კობახიძემ მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში ძალიან დიდი წვლილი, ძალინ დიდი ენერგია ჩადო. მან ურთულესი სხდომები წაიყვანა – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
”მანანა კობახიძემ მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში ძალიან დიდი წვლილი, ძალინ დიდი ენერგია ჩადო. მან ურთულესი სხდომები წაიყვანა. მანამდეც ის იყო გამორჩეული ფიგურა ”ქართულ ოცნებაში”, ასრულებდა პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას. მანანას აქვს იმის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დამოკიდებულება. მით უფრო, რომ მანანა კობახიძეზე ცილისწამებების უზარმაზარმა ნიაღვარმა გადაიარა. ასე რომ, მას აქვს შეხედულება კონკრეტულ კომიტეტთან დაკავშირებით და ამის უფლება მას ძალიან სამართლიანად აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ.
ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კორექტირება განხორციელდეს იმ კომიტეტებში, სადაც ”ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარეობის კანდიდატები და სხვა თანამდებობებზე წარსადგენი პირები უკვე დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანანა კობახიძე ”ქართული ოცნების” შეთავაზებას ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების თაობაზე არ თანხმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები