“დავით უსუფაშვილი იყო კარგი ორგანიზატორი და პარლამენტში, ამ მიმართულებით, მან საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა”

„ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილის ის 4 წლიანი მუშაობა შეაჯამა, რომელიც „რესპუბლიკელმა“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაატარა.
გია ვოლსკი, დავით უსუფაშვილს, პარლამენტის წარმატებულ თავმჯდომარედ თვლის, თუმცა იგი „რესპუბლიკელების“ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ვოლსკის აზრით, პარტიის წევრებმა კოალიციიდან გამოყოფის შემდეგ დაუშვეს.
„დავით უსუფაშვილი იყო კარგი ორგანიზატორი და ვფიქრობ, პარლამენტში, ამ მიმართულებით, მან საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა.
პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, თუმცა „რესპუბლიკური პარტიის” წევრებისგან იყო შეცდომები, ვფიქრობ, ამ განცხადებებმა თავად „რესპუბლიკელებიც“ დააზარალა და უსუფაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები