ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზეიმო პარაკლისს გადაიხდის

თბილისში, 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. აღნიშნულ დღეს ღონისძიებები და მსვლელობები მოეწყობა.
16:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“-ს ორგანიზებით გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები.
კონცერტის შემდეგ ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით „ასი ათასი წამებულის დღე“ წარსდგება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და საქართველოს „ხრიდოლის აკადემია“.
ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ყოველ წელს მრევლი მეტეხის ხიდზე საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები