რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ძაბახიძის გვამი, მტკვრის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მე-19 მკ/რ ში ცხოვრობდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს და ცხედარი მტკვარში შემდეგ გადააგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გიორგი ძაბახიძე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები