ვიტალი გაბნია: აფხაზეთში ანარქიის საფრთხე არსებობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონი ანარქიის საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენს საზოგადოებას უკვე არავისი აღარ სჯერა – არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის. ოპოზიციას ერთი სურვილი აქვს – მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, თუნდაც გადატრიალებით და მერე რა? მათ არანაირი პროგრამა არა აქვთ. ჩვენს შორის რეალურად დიალოგი არ მიმდინარეობს.
აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაბლოკვას პარლამენტში სწორად ოპოზიცია ცდილობს. ამიტომ ძალიან სახიფათო პერიოდი დადგა. ადრე პოლიტიკური დაპირისპირება მხოლოდ ჩამსხვრეული მინებით შემოიფარგლებოდა მაგრამ, რაც ივლისში შს შენობასთან მოხდა, უკვე სულ სხვა რამ არის., თუ მოვლენები ასე განვითარდა, აფხაზეთს ქაოსი ემუქრება,“ – განაცხადა გაბნიამ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბაც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები