საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ინიციატივით დაიგეგმა, სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის 80-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ამავე სამმართველოს პროკურორმა ლიკა ჩადუნელმა სკოლის მოსწავლეებს პროკურატურის სისტემა და პროკურორის საქმიანობა გააცნეს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პროკურორის როლისა და ფუნქციების შესახებ.
საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან“ და აქტიურად ერთვება ყველა იმ პროექტში, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები