თედო ნინიძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებულის წარდგინება გაიმართება

 11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) დარბაზში გაიმართება პროფესორ თედო ნინიძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებულის წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებული გამოიცა იურიდიული ფირმების – ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა“ და „დეკერტ საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.
საიუბილეო კრებულში აისახა ახალგაზრდა ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია „EY საქართველო” უმასპინძლებს.
კრებულის 200-მდე ეგზემპლარი გათვალისწინებულია პრეზენტაციის დამსწრე პირებისათვის.
ღონისძიების შემდეგ გაიმართება ვახშამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები