ქართული ფილმი „ლუკა“ სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს

გიორგი ბარაბაძის ფილმი „ლუკა“ სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს.
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმი „ლუკა” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის ჩვენებებიც ფესტივალზე 9, 11 და 13 ნოემბერს შედგება.
სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალი შვედეთში 1990 წლიდან ტარდება და ახალი ტალანტების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
ყოველწლიურად ფესტივალს არაერთი კინოვარსკვლავი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები