გამოფენა: ,,ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს“ გაიხსნება

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ახმეტელის თეატრისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გამოფენა ,,ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს“  გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენის მიზანია, საზოგადოება გაეცნოს საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორიას, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ძეგლებს.
გამოფენა  წარმოაჩენს ჩვენს ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, ხელნაწერებსა და მათი გადაწერის ადგილებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. თეატრში მისულ სტუმარს საშუალება ექნება, ვიზუალური და ტექსტუალური მასალით   მიიღოს და გაითავისოს ინფორმაცია. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა ტაო-კლარჯეთში სამწიგნობრო კერების არსებობის მნიშვნელობას.
გამოფენაზე წარმოდგენილ საინფორმაციო ტექსტის ანალიზით დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, სამწიგნობრო კერების განვითარების ძირითადი ტენდენციები სწორად განსაზღვროს.
გარდა ამისა, გამოფენის მიზანია დამთვალიერებელმა გაითავისოს, რომ ხელნაწერ კულტურას მოვლა და დაცვა სჭირდება. საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშნველობა. ასევე მნიშნველოვანია ამ საკითხით საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დაინტერესება.
გამოფენა ,,ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს“  22 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი ხილვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები