მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა – „იდენტიფიკაცია“ გაიხსნება

11 ნოემბერს, 18:00 საათზე,  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 23 წლის ქართველი მხატვრის, მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „იდენტიფიკაცია“  გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მარიამ ყანდიაშვილის ნამუშევრების უმეტესობა 2015–2016 წლებში საქართველოსა და ინგლისში შეიქმნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნილი ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები, ლიტერატურის, პოეზიის, მითოლოგიური სიუჟეტებისა და 60–70-იანი წლების მუსიკის ილუსტრაციები, ფრაგმენტები გრაფიკული ნოველებიდან, კოლაჟები.
ექსპოზიციის კონცეფცია საკუთარი თავის ძიების პროცესია: დედამიწის მასშტაბით, შემოქმედ ადამიანებს შორის არსებული ჯაჭვი და ბრძოლა მარტოობასთან – ეს ის მთავარი თემებია, რომელსაც ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ეძღვნება.
23 წლის მარიამ ყანდიაშვილს უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა თბილისში და ასევე, კოლაბორაციული გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და ფლორენციაში. იგი, ასევე, არტწიგნის „A Place for us“ – ავტორია.
გამოფენა აღმაშენებლის #136-ში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები