პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს და ფოკას მონასტრის წინამძღვარს, ღირსების ორდენი გადასცა

გიორგი მარგველაშვილმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდებტმა ღონისძიება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გამართა. გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ფოკას მონასტრის წინამძღვარი – იღუმენია ელისაბედიც (მესხიშვილი) დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები