ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოში ნატოს წვრთნებს აპროტესტებს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში 10-20 ნოემბრისთვის დაგეგმილ წვრთნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნატოს მხრიდან საქართველოს რევანშისტული პოლიტიკის მხარდაჭერის პროვოკაციული კურსის გაგრძელებას ნიშნავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, გაითვალისწინონ რეგიონში არსებული რთული მდგომარეობა და არ დაუშვან ისეთი მოქმედებები, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.
ცნობისთვის, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 ნოემბერს სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ნატო-საქართველო-2016“ დაიწყო. მასში 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.