ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილისგან შენობის დაბრუნებას ითხოვს

ბიზნესმენთა ფედერაცია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან ფედერაციის შენობის დაცლას და ორგანიზაციისთვის დაბრუნებას ითხოვს. ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ კაპანაძემ ჩხარტიშვილის კუთვნილ ,,ეს ჯი კომპანის“ დირექტორს, მამუკა ღვინიაშვილს დღეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოუწოდებს, უკან დაუბრუნოს ფედერაციას კუთვნილი შენობა. 15045551_10154137887724779_674672062_n
,,იმისათვის, რომ აღდგეს ფედერაციის დარღვეული ქონებრივი უფლებები და თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სასამართლო პროცესები, მოგიწოდებთ, უკან დაუბრუნოთ ფედერაციას მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გერგეთის N 3 – ში, ქ. თბილისი“, – ნათქვამია წერილში.
ამის შესახებ ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფედერაციის ინტერესების დამცველმა, გოჩა გოგიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ადვოკატმა მედიას ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის დადებული შეთანხმების და წარმოშობილი დავის სამართლებრივი მხარე გააცნო.
2008 წელს ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ბიზნესმენი იღებდა ვალდებულებას, დაენგრია არსებული ძველი შენობა და მის ადგილას მრავალსართულიანი ნაგებობა აეშენებინა. ამავე შენობაში შესაფერისი ფართი უნდა გადაეცა ბიზნესმენთა ფედერაციისთვის. ჩხარტიშვილს პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.
როგორც ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე აცხადებს, ფედერაციას უამრავი გეგმა და პროექტი აქვს განსახორციელებელი. შესაფერისი პირობების უქონლობის გამო, ფედერაციას საქმიანობაში ხელი ეშლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები