„ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921-1941წწ)“ – წიგნის წარდგინება გაიმართება

11 ნოემბერს, 16.00 საათზე, წიგნის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921–1941 წწ)“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (N31/92) ფარგლებში მომზადდა.
პროექტის ორგანიზატორები თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) არიან.
წიგნის წარდგინება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები