ჯაზის დღესასწაული „თი-ბი-სი სტატუსისგან!“
დღეს თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი იწყება. „თი-ბი-სი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება „თი-ბი-სი სტატუსი” ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების დაუვიწყარ საღამოებს თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი“ ბანკში განუცხადეს, 4 დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ჯაზის მსოფლიო ლეგენდებს.
10 ნოემბერს, თბილისის ჯაზფესტივალს ბრიტანელი ჯაზშემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზფესტივალის 4-დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზვოკალისტის, გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.
წელსაც, ტრადიციულად, TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათების მფლობელები ექსკლუზიური ფასით ისარგებლებენ და ისინი კონცერტების ბილეთების შეძენისას 15% და 20%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
თბილისის მე-19 ჯაზფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: http://tbilisijazz.com/.
თბილისის ჯაზფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.