შეხვედრა ლია ლიქოკელთან გაიმართება

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან – ლია ლიქოკელთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრაზე მწერალი ისაუბრებს მის ბოლო წიგნზე ,,გოგოობის კანონი’’ და არა მარტო… საღამოზე ლია ლიქოკელის ხსენებული წიგნი  სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება. ლია ლიქოკელი განათლებით კინორეჟისორია. მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოვიდა.
მონაწილეობდა ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“ , მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა.
2014 წელს გახდა ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული, ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი”, პოეტური კრებულისთვის „დევის ცოლის სიცილი”.
ასევე ლიტერატურულ კონკურს “წეროს” გამარჯვებული მოთხრობისთვის “წყლის პირას, მურყნის ჭალაში” (2014) და “ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის” (2015).
2016 წელს მიიღო წინანდლის პრემია პოეზიის ნომინაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები