პრემია „საგურამოს” და ილიას მედლის 2016 წლის ლაურეატები გამოვლინდნენ

პრემია “საგურამოს” და ილიას მედლის 2016 წლის ლაურეატები გამოვლინდნენ.
როგორც „კვირას“ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განუცხადეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, საგურამოში, მორიგ ილიაობაზე პრემია „საგურამო“ 7 ნომინაციაში მიენიჭათ:
პოეზია – ჯარჯი ფხოველი;
პროზა – არჩილ ქიქოძე;
თარგმანი – ლერი ალიმონაკი;
კრიტიკა – მაია ჯალიაშვილი;
ხელოვნება – თეიმურაზ მურვანიძე;
ჰუმანიტარული მეციერებები – ომარ გოგიაშვილი;
საბავშვო ლიტერატურა – თეა ლომაძე.
ილიას მედალი „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა” ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა გურამ გეგეშიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები