თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი: ჯგუფ „The Quintessence“-ს კონცერტი გაიმართება

 დღეს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი „The Quintessence“-ს კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღევანდელ კონცერტში მონაწილეობენ: ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო), სამხატვრო ხელმძღვანელი ბუკა კარტოზია.
ცნობისათვის: 8-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალი ვოკალური მუსიკის საღამოთი გაიხსნა,  მსმენელის წინაშე მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) წარდგნენ. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ქართველი ხელოვანები: ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები, ჯგუფი „The Quintessence”, ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო) და სხვა.
ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობისა და პროფილის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები – ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.
თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები