გიორგი ჩუთლაშვილის პოეტური კრებულის წარდგინება გაიმართება

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიორგი ჩუთლაშვილის სადებიუტო პოეტური კრებულის ,,მზის პოსტერი“ წარდგინება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებულში შესულია გიორგის ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი ლექსები და არა მარტო.
“გიორგი ჩუთლაშვილის ვერლიბრი ნახევრადურბანულია. ის თამამია წერის დროს და არ სჩვევია ხელოვნური რომანტიზაცია. მისი მეტაფორები ბეწვის ხიდზე გადადიან და ფილოსოფიასა და, ვთქვათ, გაზქურას ერთმანეთს ამეგობრებენ. მკითხველს ახალი და საინტერესო სამყარო ელის…” – წერს გიორგი კეკელიძე ახალგაზრდა პოეტზე.
“ხანდახან ისე ხდება, გული უფრო გაგიწევს ავტორზე ილაპარაკო და არა ტექსტებზე. ახლაც ასეა. და მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. ამჯერად პირველი ისაა, რომ ტექსტები ჯერ მაინც ჩამოყალიბების პროცესშია და მათ ხასიათზე, ბუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ინტიმში ჯობს, ავტორთან, მით უმეტეს, თუ ეს ავტორი ისეთია, რომელიც კი არ გაგირბის, არამედ მოიწევს შენსკენ, გისმენს. ანუ ავტორი, ახალგაზრდა, არის მეორე მიზეზი: უკვე იშვიათი. არა სულსწრაფი ავტორი, არამედ თავის თავს და სხვებსაც მიყურადებული და მზარდი“…  – აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები