ეკატერინე ფორაქიშვილის ეპოქა

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლი ტრადიციულად აღნიშნავს დავით სარაჯიშვილის დღეს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოღვაწე გამორჩეულ ქალებზე ისაუბრებს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, ეკატერინე ფორაქიშვილზე კი – ფილოლოგი რუსუდან მარგიშვილი.
საღამოზე გამოიფინება ეკატერინე ფორაქიშვილისა და მისი ეპოქის ცნობილი მოღვაწე ქალების ფოტოები.
წლევანდელი იუბილე დავით სარაჯიშვილის მეუღლეს, ქველმოქმედსა და მეწარმეს, ეკატერინე ფორაქიშვილს ეძღვნება.
ეკატერინე ფორაქიშვილი თავის მეუღლესთან ერთად მოთავე და ორგანიზატორი იყო ყველა იმ დიდი საქმისა და წამოწყების, რაც მათ ერთად განახორციელეს. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი როგორც ოჯახის, ისე კონიაკის წარმოებისა და საქველმოქმედო საქმეების გაძღოლა მთლიანად ეკატერინე ფორაქიშვილმა ითავა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ეკატერინე ფორაქიშვილი ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო წარმატებული მეწარმისა და უდიდესი მოღვაწე ქალისა იმ პერიოდის საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები