მთავრობის განკარგულებით, 8 შვილის მამას თბილისში ბინა 1 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქალაქ თბილისში მცხოვრებ 8 შვილის მამას გიორგი გელაშვილს 1 ლარის გადახდის საფასურად ბინა საკუთრებაში გადაეცა.
გელაშვილის ოჯახს მთავრობამ საკუთრებაში მეტეხის აღმართის №2-ში მდებარე 130 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში არსებული – 34,5 კვ.მ. ფართის ბინა (I სართულზე – 22,03 კვ.მ და ანტრესოლი – 12,48 კვ.მ) გადასცა.
გიორგი გელაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. 2013 წლის 18 ივნისს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც გიორგი გელაშვილი მისი ოჯახისთვის სოციალური შემწეობის გაუქმებაზე საუბრობს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ პრეტენზიას აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები